ეს ჯონსები მახდუნებს თუ მეჩვენება???? თავიდან რომ ეკიდა ეს ორეული არ მეგონა რომ მომიხდებოდა და მერე რომ ჩავიცვი სულ სხვანაირად დამაჯდა. ფოტოგრაფის დამსახურებაც არის, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან კარგად ზის ტანზე. თუ ეძებთ ასეთ ჯინსებს მიდით @nafnafgeorgia
September 03, 2021
დავამთავრე Harvard Business School სამ თვიანი კურსები, მხოლოდ დიპლომი რომ დავდე მაქსიმუმ დედამ დამილაიკა და ისიც მე რომ ვთხოვე მაგის მერე…იქნებ ახლა მაინც შემაქოთ!! გთხოვთ არ დაიშუროთ კომპლიმენტები.. პ.ს უამრავი მოწინავე უნივერსიტეტი კოვიდ პირობებში სთავაზობს სტუდენტებს ძალიან შეღავათიან ფასად საინტერესო პროფესის/სფეროს შესწავლას. თუ დრო გაქვთ არ დაიზაროთ თქვენც ისწავლეთ, განათლება ჩვენი მომავალია…
September 03, 2021
ამ თემას რომ არ შევეხო გამორიცხულია. დღეს აბიტურიენტებმა გაიგეს სად მოხვდნენ და ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო, საბედისწერო ეტაპი იწყება… ძვირფასო უკვე სტუდენტებო, გაითვალისწინეთ ჩემი ერთი რჩევა, მთელი გულით არის მოცემული. ისწავლეთ, ისწავლეთ და კიდევ ერთხელ ისწავლეთ. მშობლების ფული შეიძლება დამთავრდეს, თმა შეიძლება შეთხელდეს, გარეგნობა სულ მუდამ არ გაჭრის. მთავარი არის ცოდნა და პიროვნულობა. ლამაზი გოგოები წამში მახინჯდებიან როცა პირს დააღებენ და იქედან სიცარიელის და შტერობის გარდა არაფერი გამოდის. მამაკაცის კუნთები და მნვ-ეს საბურავები წამში იფუშება თუ იმ მამაკაცს არ აქვს ცოდნა!!! მე რომ ჩავაბარე მეგონა ბევრ რაღაცას ისეც მივაღწევდი, ვსაჩკაობდი და ვაბრალებდი ყველაფერს იმას რომ არ მინდოდა იმ ფაკულტეტზე სწავლა. ახლა თავში ხელებს ვირტყამ და იმას ვდარდობ, მთლად რომ მივჩაჩანაკდები და ასეთი ფოტოების დადებაც არ გამოვა, მერე რა ვქნა. ახლა ვსწავლობ, ვცდილობ, ვკითხულობ. არასდროს არის გვიანი, მაგრამ ჯობს ჩემი რჩევა გაითვალისწინოთ და მაგრად ისწავლოთ, გამოგადგებათ!!!!! ფოტო @nini_ninuca_photography
August 31, 2021
ვის გამსგავსებენ ხოლმე, რომ მოგზაურობთ?? ბევრ ქვეყანაში ქართველი არ იციან, ცოტანი ვართ თან ყველას ვგავართ, ნებისმიერ ეროვნების მსგავს იპოვი საქართველოში, ქერები გინდა, შავგვრემნები, ჟღალები. მოკლედ ყველანაირი.. მაგრამ თქვენ ვის გამსგავსებენ??? მე იტალიელს ხან და ხან, ზოგჯერ ბრაზილიელი უთქვამთ ამერიკაში… მომიყევით თქვენი გამოცდილება
August 30, 2021
ნერვიულობაზე და შფოთვაზე მინდა დაგელაპარაკოთ. არვიცი კოვიდმა დამიტოვა თუ უბრალოდ ასაკი მომემატა და როგორც იძახიან მერე უფრო გეტყობაო. მაგრამ სულ მუდამ ვპოულობ მიზეზს სანერვიულოდ. აი “ვაიმე რატომ არ მპასუხობს ვიღაც, ხომ არ ვაწყენინე”, ვაი “ნეტა ცუდად ხომ არ ვთქვი რაღაც”, სულ სულ რაღაცაზე ვღელავ. მერე დრო გადის ვხვდები რომ ცხოვრებაში არ. არაფერია სადარდებელი… რათქმაუნდა ჯანმრთელობის და სერიოზული პრობლემების გარდა. და აი ამ შფოთვა-ღელვაში მიდის ცხოვრება. ის პრობლემები თუ დარდები არც გვახსენდება, თან ერთი რამ ზუსტად ვისწავლე ყველაფერი რაც ხდება ცხოვრებაში უკეთესობისკენ არის. აი დაფიქრდით და გაიხსენეთ თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობაში, ვიღაცაზე რომ გიჟდები და იმას საპასუხოდ არ უყვარხარ, ახლა კიდევ რომ შეგეხვეწოს არ გინდა… ესეც ხომ უკეთესობაა. ან გამოცდაზე დარდობ, იქ ვერ ხვდები სადაც გინდოდა, მერე დრო გადის და გიხარია, იმიტომ რომ ცხოვრება ყოველთვის სწორად გვილაგებს ყველაფერს. მთავარია ვიცოდეთ როგორ ამოვიკითხოთ სამყაროზგან მოცემული მინიშნებები. და კიდევ, ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის ენდეთ ინტუიციას… თქვენც ჩემსავით ხართ ნერვიულობაზე თუ დროა იმაზე ვინერვიულო რომ ბევრს ვნერვიულობ??? 🤪🤪 ფოტო @nini_ninuca_photography
August 29, 2021
წინა პოსტზე გოგომ მომწერა ნუღარ წერ გარეგნობაზე და ეგეთ რაღაცეებზეო, მაგრად მოგვბეზრდაო. რამე ახალი გვინდაო… რა გინდათ აბა??? ერთად მოვიფიქროთ. რა გინდათ რომ განახოთ ჩემი ცხოვრებიდან? რა თემებზე გიბდათ რომ ვილაპარაკო? 😍😍⭐️ ფოტო @nini_ninuca_photography მაკიაჟი @nukicosmetics
August 29, 2021
უხ რა ცოტა მინდა ბედნიერებისთვის!!!! ძალიან მომწონს აქ ჩემი თავი და გულს უხარია, სხვათაშორის ფოტოშოპი არ არის გამოყენებული, ფერებია მხოლოდ გასწორებული… ამაზე ცალკე მიხარია, მაინც და მაინც ისეთი ფოტო რომ არ არის, ქუჩაში რომ შემხვდეს ნაცნობი და ვერ მიცნოს. სულ მინდა ხოლმე რამე მივიწვრილო, დავიგრძელო, დავიმოკლო მაგრამ მგონი დროა უფრო რეალურები დავდო…. ცელიულიტიანსაც დავდებ მალე და სხვათაშორის ერთ რამეში 10000% დავრწმუნდი თუ ხართ თავდაჯერებულები, ხართ მომხიბლავენი, ჩვენ გარდა ცელიულიტებს და სტრიებს სხვა ვერავინ ხედავს!!!!! ფოტო @nini_ninuca_photography მაკიაჟი მეთვითონ @nukicosmetics
August 28, 2021
ყველაზე მეტად მხობლავს ადამიანებში როდესაც არ თამაშობენ, უნდა იყო ის რაც ხარ. შეიძლება ყველას არ მოეწონო, მაგრამ ჯობს თავიდანვე მხოლოდ იმ ადამიანებმა მიგიღონ რომლებსაც შენი ნამდვილი “მე” მოწონთ. ადამიანი რომ ცდილობს რაღაც როლების მორგებას, ყოველთვის თვალში მოსახვედრია. მეც სხვათაშორის დიდხანს ვცდილობდი რაღაც როლი მომერგო, აი ყველას რომ მოეწონო, ნაკლებათ რომ გაგაკრიტიკონ და მერე დადგა მომენტი როცა თამაშიზგან დავიღალე. ბევრი მაინც ხვდება ვინ ხარ სინამდვილეში. არ ითამაშოთ, არც ურთიერთობებში და არც საზოგადოების წინაში. თუ თქვენი აზრი განსხვავდება ესეც არ არის ცუდი… ძალიანაც კარგი თუ განსხვავდები, ბევრად ჯობია… პ.ს ასეთ ფოტოზე არ უნდა დამედო ეს პოსტი, როგორც კი ზაფხული მოდის და ნინუცას @nini_ninuca_photography ვხვდები მაშინვე მეც, როგორც ყველა დანარჩენი გიწყებ ლამაზი ფოტოების გამოდებას… მაგრმ იცით ეს ჩემი ნამდვილი სახეა, ვგიჟდები გამოპრანჭვაზე და ვითომ ძალიან ლამაზი ვარ ეგეთ ფოტოებზე. კიდევ ბევრი ფოტო მალე… 👌🏻👌🏻👌🏻🤩🤩🤩
August 27, 2021
გრანდიოზული გათამაშება🎁 პირველად საქართველოში! თამაშდება ბინა ბათუმში 🏢 ძალიან გვიხარია, რომ ეს შევძელით და სულ მალე ერთ-ერთ თქვენგანს გავაბედნიერებთ ❤️ გამარჯვებულს შეუძლია აირჩიოს ბინა ან ამავე ბინის ღირებულების თანხა საჩუქრად, მისი სურვილისამებრ🎁 მონაწილეობის პირობები ძალიან მარტივია: ▫️გამოიწერეთ @spot.of.giveaways და ის 114 სპონსორი, ვისაც ეს გვერდი აფოლოვებს (ეს ადამიანები დაგვეხმარნენ, რომ თქვენთვის შეგვეძინა ეს საოცარი პრიზი) ▫️მოიწონეთ გათამაშების პოსტი და მონიშნეთ თქვენი მეგობრები კომენტარებში, რაც მეტ მეგობარს მონიშნავთ, მეტია მოგების შანსი. (თითო მონიშვნა თითო კომენტარში, ნუ მონიშნავთ უცხოურ, ყალბ ან ერთსა და იმავე ექაუნთებს). ▫️გააზიარეთ გათამაშების პოსტი სთორიში და მოგვნიშნეთ. ყველა პირობა გადამოწმდება. სულ ეს არის, გამარჯვებული გამოვლინდება 3 სექტემბერს, @natia_natsi -ს გვერდზე, პირდაპირი ჩართვის დროს, სრულიად გამჭირვალედ, ლაივში გელით დამატებითი სიურპრიზები 🎁 გათამაშების ორგანიზატორები და პასუხისმგებელი პირები არიან @natali_archer და @natia_natsi გისურვებთ წარმატებებს მეგობრებო ❤️ This is the blogger giveaway, Instagram is not responsible for this concourse!
August 27, 2021
Similar accounts
Disclaimer
The data provides is not authorized by TikTok. We are not an official partner of TikTok.
Use of materials from the resource is permitted only with a link to our resource.
Contact