ნერვიულობაზე და შფოთვაზე მინდა დაგელაპარაკოთ. არვიცი კოვიდმა დამიტოვა თუ უბრალოდ ასაკი მომემატა და როგორც იძახიან მერე უფრო გეტყობაო. მაგრამ სულ მუდამ ვპოულობ მიზეზს სანერვიულოდ. აი “ვაიმე რატომ არ მპასუხობს ვიღაც, ხომ არ ვაწყენინე”, ვაი “ნეტა ცუდად ხომ არ ვთქვი რაღაც”, სულ სულ რაღაცაზე ვღელავ. მერე დრო გადის ვხვდები რომ ცხოვრებაში არ. არაფერია სადარდებელი… რათქმაუნდა ჯანმრთელობის და სერიოზული პრობლემების გარდა. და აი ამ შფოთვა-ღელვაში მიდის ცხოვრება. ის პრობლემები თუ დარდები არც გვახსენდება, თან ერთი რამ ზუსტად ვისწავლე ყველაფერი რაც ხდება ცხოვრებაში უკეთესობისკენ არის. აი დაფიქრდით და გაიხსენეთ თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობაში, ვიღაცაზე რომ გიჟდები და იმას საპასუხოდ არ უყვარხარ, ახლა კიდევ რომ შეგეხვეწოს არ გინდა… ესეც ხომ უკეთესობაა. ან გამოცდაზე დარდობ, იქ ვერ ხვდები სადაც გინდოდა, მერე დრო გადის და გიხარია, იმიტომ რომ ცხოვრება ყოველთვის სწორად გვილაგებს ყველაფერს. მთავარია ვიცოდეთ როგორ ამოვიკითხოთ სამყაროზგან მოცემული მინიშნებები. და კიდევ, ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის ენდეთ ინტუიციას… თქვენც ჩემსავით ხართ ნერვიულობაზე თუ დროა იმაზე ვინერვიულო რომ ბევრს ვნერვიულობ??? 🤪🤪 ფოტო @nini_ninuca_photography
August 29, 2021
Disclaimer
The data provides is not authorized by TikTok. We are not an official partner of TikTok.
Use of materials from the resource is permitted only with a link to our resource.
Contact