ეს მასაი მარას ეროვნული პარკია, სისიდით პირველი კენიაში. სწორედ აქ ხდება მილიონობით ცხოველის მიგრაცია ივლის-აგვისტოში. ხ ა რ ჯ ე ბ ი და მაინც რა ჯდება აფრიკაში და ამ შემთხვევაში კენიაში მოგზაურობა? კენიის მთავარი სანახაობა სწორედ ეროვნული პარკებია, სადაც ცხოვრლები ბინადრობენ. უამრავი ტურ პაკეტი იყიდება და ფასებიც განსხვავებულია. ყველაზე იაფი სამ დღიანი ტურია. ამ შემთხვევაში ერთ ეროვნული პარკის ნახვაა შესაძლებელი და არჩევანი ძირითადად ამბოსელსა და მასაი მარას შორის კეთდება. სამ დღიანი ტურის ფასი 400$ დან იწყება. ფასი დამოკიდებულია სასტუმროს ტიპზე. ამ ფასად კი ღამის გათევა ყველაზე ბიუჯეტურ ტენტში მოგიწევთ. ზოგადად ფასს განსაზღვრავს სასტუმრო, რადგაბ გიდის და მანქანის მომსახურება არც თუ ისე ძვირია. თუ შედარებით მდიდრულ სასტუმროს შეარჩევთ დასარჩენად, სამ დღიანი ტურის ფასი შესაძლოა 1500$ ასცდეს. ახლა რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას. ჩვენ ავიღეთ 6 დღიანი ტური, რადგან ორივე პარკის ნახვა გვსურდა. სასტუმროები იყო საშუალო კლასის, არც ბიუჯეტური და არც ლაქშერი. ეს ტური დაჯდა 1900$ ერთ ადამიანზე და შედიოდა: გიდი, მანქანა, საკვები, წყალი, სასტუმროები, პარკის ბილეთები. 6 დღიანი ტური ბიუჯეტური სასტუმროების შემთხვევაში 1000$ დან იწყებოდა. თუმცა აფრიკაში ბიუჯეტურ სასტუმროსში დარჩენა არც თუ ისე მომხიბვლელად ჟღერს. ფრენის ბილეთებზე 800-900$ უნდა გაითვალისწინოთ. ასევე ჯიბეზე უნდა იქონიოთ ცოტა ფული, რადგან იქ ჩაის დატოვება თითქმის აუცილებელია, ყველა ხელებში გიყურებს და ვინც კი რამეში წაგეხმარება 1-2 დოლარი მაინც უნდა მისცე. ასევე შესაძლებელია საჰაერო ბურთით გასეირნებაც პარკში, თუნცა საკმაოდ ძვირი 450$ ღირს. . . . . . #kenya #nairobi #africa #tanzania #gainwithmchina #mombasa #wildbeestmigration #igkenya #nairobikenya #gainwithxtiandela #gaintrick #publicity #tembeakenya #gainwithmtaaraw #igerskenya #love #ignairobi #gainwithspikes #madeinkenya #photography #arusha #bhfyp #amboseli #masaimara #masaimaranationalpark
July 29, 2021
Disclaimer
The data provides is not authorized by TikTok. We are not an official partner of TikTok.
Use of materials from the resource is permitted only with a link to our resource.
Contact