@soso_aroundtheworld

Maldives
თუ შენ ახლა ამას კითხულობ და ჩემი გამომწერი ხარ, მინდა ძალიან, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო ამისთვის. ჩემთვის პატივია შენს მიერ გამოწერილ ადამიანებს შორის ყოფნა. სწორედ შენს გამო ვშრომობ ამდენს ამ პლატფორმაზე, რომ მაქსიმალურად ბევრი საინტერესო ადგილი გაგაცნო ჩვენს პლანეტაზე. იმედია გავამართლებ შენს ნდობას და მომავალ მოგზაურობებშიც ჩემს გამომწერად დარჩები ❤️ 

100 000 უკვე ძალიან დიდი რიცხვია და ჩემი პასუხისმგებლობაც თქვენს წინაშე საკმაოდ გაიზარდა. გპირდებით ეს ყოველივე უკვალოდ არ ჩაივლის და აუცილებლად აისახება ხარისხზე. თითოეული სთორის, ფოტოს თუ ვიდეოს მიღმა ძალიან დიდი შრომა დევს. ყველაზე უმნიშვნელო სთორისაც კი დიდი ყურადღებით ვეკიდები, რომ არ გავაწბილო ჩემი მაყურებელი. მიზნად მაქვს დასახული რომ ყველაფერი რასაც ვნახულობ, გაჩვენოთ და გადმოგცეთ იდეალურად. გამომდის თუ არა ეს უკვე თავად განსაზღვრეთ, რადგან მე ყოველთვის თვითკრიტიკული და უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით 🤷🏻‍♂️

არ დავიწყებ ახლა ჭკუის დარიგებას და იმის მოყოლას ვაიმე რა რთული გზა გავიარე რომ აქამდე მოვედი, ახლა როგორი წარმატებული ვარ და ბლა ბლა ბლა. ჩემი აზრით წარმატებას საერთოდ არ განსაზღვრავს გამომწერების რაოდენობა, არც ფინანსური კეთილდღეობა. წარმატებულად მიმაჩნია ყველა ის ადამიანი, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობს. თუ შინაგანად ბედნიერი არ ხარ საერთოდ არაფერს აქვს მნიშვნელობა. ასე რომ ყველას გისურვებთ გეპოვოთ თქვენი წილი ბედნიერება ❤️

მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. თითოოეული კომენტარისთვის, წერილისთვის თუ ლაიქისთვის. ყოველივე ეს მაძლევს საკმაოდ დიდ სტიმულს და მოტივაციას, რომ უკეთ და უკეთ გავაკეთო ის რასაც ვაკეთებ. წინ ძალიან ბევრი და საინტერესო თავგადასავალი გველის ერთად ✊🏻 არ გიცნობთ მაგრამ მიყვარხართ სულ სულ ყველა დაუსწრებლად 🥰

თუ შენ ახლა ამას კითხულობ და ჩემი გამომწერი ხარ, მინდა ძალიან, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო ამისთვის. ჩემთვის პატივია შენს მიერ გამოწერილ ადამიანებს შორის ყოფნა. სწორედ შენს გამო ვშრომობ ამდენს ამ პლატფორმაზე, რომ მაქსიმალურად ბევრი საინტერესო ადგილი გაგაცნო ჩვენს პლანეტაზე. იმედია გავამართლებ შენს ნდობას და მომავალ მოგზაურობებშიც ჩემს გამომწერად დარჩები ❤️ 100 000 უკვე ძალიან დიდი რიცხვია და ჩემი პასუხისმგებლობაც თქვენს წინაშე საკმაოდ გაიზარდა. გპირდებით ეს ყოველივე უკვალოდ არ ჩაივლის და აუცილებლად აისახება ხარისხზე. თითოეული სთორის, ფოტოს თუ ვიდეოს მიღმა ძალიან დიდი შრომა დევს. ყველაზე უმნიშვნელო სთორისაც კი დიდი ყურადღებით ვეკიდები, რომ არ გავაწბილო ჩემი მაყურებელი. მიზნად მაქვს დასახული რომ ყველაფერი რასაც ვნახულობ, გაჩვენოთ და გადმოგცეთ იდეალურად. გამომდის თუ არა ეს უკვე თავად განსაზღვრეთ, რადგან მე ყოველთვის თვითკრიტიკული და უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით 🤷🏻‍♂️ არ დავიწყებ ახლა ჭკუის დარიგებას და იმის მოყოლას ვაიმე რა რთული გზა გავიარე რომ აქამდე მოვედი, ახლა როგორი წარმატებული ვარ და ბლა ბლა ბლა. ჩემი აზრით წარმატებას საერთოდ არ განსაზღვრავს გამომწერების რაოდენობა, არც ფინანსური კეთილდღეობა. წარმატებულად მიმაჩნია ყველა ის ადამიანი, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობს. თუ შინაგანად ბედნიერი არ ხარ საერთოდ არაფერს აქვს მნიშვნელობა. ასე რომ ყველას გისურვებთ გეპოვოთ თქვენი წილი ბედნიერება ❤️ მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. თითოოეული კომენტარისთვის, წერილისთვის თუ ლაიქისთვის. ყოველივე ეს მაძლევს საკმაოდ დიდ სტიმულს და მოტივაციას, რომ უკეთ და უკეთ გავაკეთო ის რასაც ვაკეთებ. წინ ძალიან ბევრი და საინტერესო თავგადასავალი გველის ერთად ✊🏻 არ გიცნობთ მაგრამ მიყვარხართ სულ სულ ყველა დაუსწრებლად 🥰

July 25, 2021

Disclaimer

The data provides is not authorized by TikTok. We are not an official partner of TikTok.

Use of materials from the resource is permitted only with a link to our resource.

Copyright © 2025 insiflow.com